სოხუმის მარიონეტული რეჟიმი ადმინისტრაციულ საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავს

სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც "სპუტნიკ აბხაზია" იტყობინება, ამის შესახებ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს.

მათი ცნობით, დაიხურება გამშვები პუნქტი "ტაგლანი", ასევე საფეხმავლო გზა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ლაკუმხარაზე".

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ სახელდება.