ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი შეისყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230 შეადგინა.

"2016 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230 შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.