ხვალ სამთავრობო შენობების ფასადებზე გარე განათება გამოირთვება

ხვალ, დედამიწის საათთან დაკავშირებით, 20:30 საათზე სამთავრობო შენობებში, საქართველოს ქალაქების მთავარ ქუჩებსა და ისტორიული ნაგებობების ფასადებზე გარე განათებები გამოირთვება.

აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გაიმართება ჯგუფის The Wisky კონცერტი და ჩრდილების თეატრის წარმოდგენა.

ღონისძიებას დაესწრებიან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი შომბი შარპი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; თბილისის მერი დავით ნარმანია; CENN აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი გიორგი სანადირაძე.

"დედამიწის საათის დროს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით გამოხატავს თანადგომას ჩვენი პლანეტის მიმართ", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.