ბათუმში ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გაზის ცენტრალურ გამანაწილებელს დაეჯახა. ავარიის შედეგად ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ჭავჭავაძის, თავდადებულის, გურამიშვილის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, ბერიძის, წერეთლის, გიორგი ბრწყინვალეს და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გაზის გამანაწილებელი ტროტუარიდან უფრო უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაიტანონ, რადგან რამდენჯერმე მოხდა აღნიშნულ ადგილზე ავარია.

"სოკარის" თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს დღესვე დაიწყებენ, ადგილზე ასევე მუშაობენ სამართალდამცველები.