აშშ-ში სტარტაპების უმრავლესობა იმიგრანტებმა დააფუძნეს

ამერიკული სტარტაპების ნახევარზე მეტი - 51% იმიგრანტებმა შექმნეს.

National Foundation for American Policy-ის ინფორმაციით, ამერიკაში დაფუძნებული 87-დან 44 სტარტაპ კომპანია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა დააფუძნეს. იმიგრანტების მიერ შექმნილი სტარტაპების საერთო ღირებულება 168 მილიარდი დოლარია. კომპანიებში თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა 750-ს აღწევს, ხელმძღვანელი პოსტების 70%-ს კი იმიგრანტები იკავებენ.

აშშ-ის ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი Uber-ის ტაქსის მომსახურება კანადელი გერეტ კემპის დაფუძნებულია. კომპანიის ღირებულება 62,5 მილიარდი დოლარია.

კომპანიის ცნობით, იმიგრანტთა შორის, რომელთაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომპანიები დააფუძნეს, ინდოეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და კანადიდან ჩასულები არიან.

რამდენიმე ხნის წინ მარკ ცუკერბერგმა და ბილ გეითსმა ხელისუფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების მიღების პროცედურების გამარტივება სთხოვეს, რათა კვალიფიციურმა კადრებმა აშშ-ში დარჩენა შეძლონ.

ყოველწლიურად აშშ-ის ხელისუფლება 85 ათას სამუშაო - H-1B ტიპის ვიზას გასცემს. აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სამუშაო ვიზის მიღების მსურველთა 233 ათასი განაცხადი შევიდა.