ტელერეკლამაზე უარის თქმა კომპანიებზე უარყოფითად აისახება

წლიდან წლამდე ინტერნეტრეკლამა უფრო გავლენიანი ხდება, ვიდრე ტელერეკლამა. თუმცა, ამ უკანსკნელზე უარის თქმას სპეციალისტები არ გირჩევენ.

ექსპერტთა განცხადებით, სატელევიზიო რეკლამაზე დაზოგილი ყოველი დოლარი სამმაგ დაკარგულ თანხას უდრის.

კომპანია TiVo Research-მა ის 15 რეკლამისდამკვეთი შეისწავლეს, რომელთაც 2013 და 2014 წლებში 29-75%-ით შეამცირეს ხარჯები სატელევიზიო რეკლამაზე.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 15-დან 11-მა ბრენდმა ტელერეკლამაზე ბიუჯეტის დაზოგვის შემდეგ ჯამში 94 მილიონი დოლარის დაკარგეს, რაც დამატებითი გაყიდვების 69%-ია.

კომპანიის ინფორმაციით, თითოეულმა ბრენდმა საშუალოდ 3,1 მილიონი დოლარი დაზოგეს, თუმცა ამის გამო 8,6 მილიონი დოლარი დაკარგეს.

Standard Media Index-ის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკული სატელევიზიო რეკლამის ბაზარი 2%-ით შემცირდა.