დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა შესაძლოა, 100 მილიარდი ფუნტი დაუჯდეს

ევროკავშირის დატოვება "სერიოზული შოკი" იქნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. 

ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის (CBI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა 2020 წლისთვის 100 მილიარდი ფუნტის ოდენობის ზარალს ნახავს, რაც მშპ-ის 5%-ია.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2-3%-თ, 950 000 სამუშაო ადგილით შემცირდება.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართება.