ნავთობის ფასი დაეცა

გასული კვირის განმავლობაში, 2016 წელს ნავთობზე მაქსიმალური ფასის დაფიქსირების შემდეგ, დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, WTI-ის ნედლი ნავთობი 67 ცენტით, 1,6%-ით გაიაფდა და ბარელზე 38,77 დოლარი შეადგინა. გასული კვირის ბოლო დღეს აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 41,20 დოლარი იყო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის დეკემბრის შემდეგ.

34 ცენტით შემცირდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი და ბარელზე 40,86 დოლარი შეადგინა.