ხორვატიამ სერბეთის ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები დაბლოკა

ხორვატიამ სერბეთის ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხორვარტიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

"ვიდრე სერბეთი არ შეცვლის "საყოველთაო იურისდიქციის" კანონს, მისი წევრობის მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება", - ნათქვამია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ ხორვატია სერბეთის ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, თუმცა განმარტავს, რომ ქვეყანამ ამისთვის წინაპირობები უნდა შეასრულოს.

კანონი ე.წ. საყოველთაო იურისდიქციის თაობაზე გულისხმობს ომის დამნაშავეთა დევნას მთელს ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე და ის სადავო საკითხია სერბეთსა და ხორვატიას შორის 2003 წლიდან.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/2827