სამეგრელოში შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის პირველი საწარმო აშენდება

აპრილში სამეგრელოში, ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

შპს "გემუანის" ხელმძღვანელი ნონა თორდია ახალ საწარმოში შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის, ე.წ სუბლიმირებული შრობის მეთოდის დანერგვას აპირებს.

მისი თქმით, ამ ტექნოლოგიით გამომშრალი ნებისმიერი პროდუქტი ინარჩუნებს ფორმას, ფერს, გემოს, არომატსა და ვიტამინების 98%-ს.

,,აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მიღებული პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკასა და ევროპაში, ჩვენთან, რეგიონში მსგავსი ტიპის საწარმო არ არის და ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე. სუბლიმირებული მეთოდით ციტრუსის ჩირის გაკეთება და ხილის ჩიფსების დამზადებაცაა შესაძლებელი. ქიმიურად დამზადებული ჩიფსებისგან განსხვავებით, მიღებულ პროდუქტში შენარჩუნებული იქნება სასარგებლო თვისებები და ამავდროულად სასიამოვნო გემო”, - აღნიშნავს ნონა თორდია.

საწარმოში ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებენ. წარმოება და რეალიზაცია 5-6 თვეში დაიწყება. ქართული ხილის ჩიფსები და ჩირი მომავალში ექსპორტზეც გავა.

საწარმოში 1 400 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე