ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ ერთ წელზე მეტია, რაც სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილები და მათ ნაცვლად საერთაშორისო გადაზიდვებს აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ტარიფები ქართველ მძღოლებსა და აზერბაიჯანელებს ერთი და იგივე აქვთ.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვენ. ისინი საქართველოს მთავრობასა და ტრანსპორტის სამინისტროს პროცესებში დროულად ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამისათვის დღეს მათ 10-დღიანი ვადა დაასახელეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.