მცირემიწიანი ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიიღებენ

"მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" ერთი წლით გახანგრძლივდა. სამ წელზე გაწერილი ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი მიმართვიანობა ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც მთავრობამ მიწების დამუშავებისთვის თანხები წელსაც გამოჰყო. პროგრამის პირობები უცვლელია - მცირე მიწების მქონე ფერმერები ხვნის მომსახურებასა და სასოფლო­-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად აგრობარათებს წელსაც მიიღებენ. პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 760 ათასია, ბიუჯეტი კი გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და 48 მილიონ ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე