ეროვნულმა ბანმა კიდევ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2981 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა 5 მილიონი დოლარი აუქციონზე 17 მარტსაც შეიძინა და მაშინ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230 შეადგინა.