პირველად ქვეყნის არსებობის ისტორიაში, ერაყმა გაზის ექსპორტი დაიწყო

ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად, ერაყმა თხევადი გაზის ექსპორტი დაიწყო. ერაყის ნავთობის მინისტრის, ასემ ჯიჰადის განცხადებით, 10 000 კუბური ფუტი გაზის კონდენსატით დატვირთული ხომალდი უმმ-კასრის ყურედან ევროპისკენ დაიძრა. ერაყის ნავთობის მინისტრს არ დაუკონკრეტებია მყიდველის ვინაობა და გაზის საფასური. მისივე თქმით, მარტის ბოლოს კიდევ ერთი ხომალდი დაიძვრება ევროპისკენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე