ბრიუსელის მეტროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური ტელეკომპანია RTBF ავრცელებს.

ბრიუსელის მეტროს ადმინისტრაცია "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს, რომ აფეთქების შემდეგ ბრიუსელის მეტრო მთლიანად დაიხურა.

მედიის ცნობით, აფეთქება ბრიუსელის მალბეკის სადგურზე მოხდა. აღნიშნული სადგური ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის შენობების სიახლოვეს მდებარეობს.