ნოდარ ხადური - იმედი მაქვს, რომ ლარი დასტაბილურდება და რყევები არ მოხდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და რყევები არ მოხდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მან რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო ფაქტორები შეიცვალა.

,,რეგიონში, მათ შორის, ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაში შეიმჩნევა წინსვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდებოდა უცხოური ვალუტის შემოდინება და უნდა დავლოდებოდით ლარის გამყარებას. ჩვენ ვაკვირდებით აღნიშნულ პროცესს და იმედი მაქვს, რომ ლარი დასტაბილურდება, არ მოხდება რყევები", - განაცხადა ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, არც გაუფასურებისა და არც გამყარების პერიოდში ფინანსთა სამინისტროს კურსზე გავლენა არ მოუხდენია.