ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების ფონზე, ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ევროპის საფონდო ინდექსებმა ვაჭრობა ვარდნით დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანული FTSE 100-ის ინდექსი 0,08%-ით - 6184,58 პუნქტამდე დაეცა, 0,78%-ით - 4427,80 პუნქტამდე შემცირდა ფრანგული CAC 40-ის ინდექსი, 0,02%-ით - 9948,64 პუნქტამდე დაეცა გერმანული DAX-ის ინდექსი.

ვაჭრობის დაწყებისას ასევე შემცირდა რამდენიმე ავიაკომპანიის აქციების ფასი, მათ შორის 2,51%-ით დაეცა „ლუფთჰანზას“ აქციებზე ფასი, რომელმაც ერთ აქციაზე 14 ევრო შეადგინა.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი, დაშავებულია 40-ზე მეტი.