საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

საქართველოს საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საზღვრებსა და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მომხდარი ტერორისტული აქტების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

"მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე", - აცხადებენ სუს-ში.

როგორც ცნობილია, ბრიუსელში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა.