ბელგია-საფრანგეთის საზღვარი ჩაიკეტა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო ბელგია-საფრანგეთის საზღვარი ჩაიკეტა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. გამოცემა "Libération"-ის ცნობით, საზღვრის გადაკვეთა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

საფრანგეთის მასშტაბით, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის სადგურებზე, აეროპორტებსა და საზღვრებზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.

ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.