ამ დროის ინფორმაციით, ბრიუსელში ტერაქტების შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა

CNN ბრიუსელში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ თავდასხმებს უამრავი ადამიანი ემსხვერპლა.