ინტერნეტრეკლამა ტელერეკლამას ერთ წელიწადში გადაუსწრებს

ZenithOptimedia-ს ინფორმაციით, 2017 წელს ინტერნეტრეკლამამ შესაძლოა, პირველად გადაუსწროს სატელევიზიო რეკლამას ბიუჯეტით.

კომპანიის ანალიტიკოსთა განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს ინტერნეტრეკლამა სულ მცირე სამჯერ გადაუსწრებს რეკლამის სხვა სეგმენტებს.

კომპანიის წინა კვლევის მიხედვით, ინტერნეტრეკლამა სატელევიზიო რეკლამას 2018 წელს გადაუსწრებდა, თუმცა კომპანიის ახალი პროგნოზის თანახმად, 2016 წელს ინტერნეტრეკლამის ზრდა 4,6%-ს მიაღწევს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ინტერნეტრეკლამაზე დანახარჯების ზრდას ხელს შეუწყობს რიო-დე-ჟანეიროში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ზოგადად რეკლამის ბაზარზე კი ნეგატიური გავლენა ექნება ჩინეთის, ბრაზილიისა და რუსეთის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა.

კომპანია Forrester-ის 2014 წლის პროგნოზით, 2017 წელს ინტერნეტრეკლამაზე დანახარჯები აშშ-ში 103 მილიარდ დოლარს მიაღწევს, სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯები კი 85,8 მილიარდი დოლარი იქნება.