მსოფლიოს ისტორიული ძეგლები ბელგიის დროშის ფერებში განათდა

პარიზის ეიფელის კოშკი, ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭე, ამსტერდამის სამეფო სასახლე, მონრეალის ოლიმპიური კოშკი და დუბაიში მდებარე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი – ბურჯ-ხალიფა გუშინ ბელგიის დროშის ფერებში განათდა.

ამგვარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა ბელგიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. ანალოგიური აქცია გასული წლის ნოემბერშიც ჩატარდა, როცა პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა.

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად გარდაცვლილია 38-მდე და დაშავებულია 230-მდე ადამიანი.