ყატარის ავიახაზები გთავაზობთ საგაზაფხულო ფასდაკლების აქციას

ისარგებლეთ ფასდაკლებით ეკონომკლასის ბილეთებზე გარკვეულ მიმართულებებზე

ყატარის ავიახაზები გთავაზობთ საგაზაფხულო აქციას. 31 მარტის ჩათვლით, მგაზვრებს შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლებები ყატარის ავიახაზების ვებგვერდზე qatarairways.com/ge ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობითი ოფისების ან პარტნიორი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით. გაყიდვების პერიოდი 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით,  ხოლო მოგზაურობის პერიოდი 2016 წლის მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

ფასდაკლება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: დელი, სინგაპური, შანხაი, ბანგკოკი და მანილა.

ყატარის ავიახაზების ქვეყნის მენეჯერმა ბატონი ნაზირ აბდუვახიროვმა განაცხადა: "ეს არის ფასდაკლების აქცია მგზავრებისთვის, რათა მათ გამოსცადონ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის პრემიუმ მომსახურება. ფასდაკლების აქციით ჩვენ გვსურს მადლიერება გამოვიჩინოთ და მომხმრებელს ვუხდით მადლობას ლოიალურობისა და სასურველი ავიაკომპანიის დასახელებისთვის.

ყატარის ავიახაზები მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტის, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ემსახურება 153 მიმართულებით, მსოფლიოს ისეთ ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებებს, როგორიცაა მუმბაი, ბანგკოკი, სინგაპური, თეირანი, ჰონგ კონგი, კოლომბო და დუბაი.

ივნისის თვეში გამართულ მსოფლიოს ავიახაზების ყოველწლიურ დაჯილოვებაზე Skytrax 2015, ყატარის ავიახაზებმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში, მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი და შუა აზიის საუკეთესო ავიახაზები.

ყატარის ავიახაზებმა განიცადა სწრაფი ზრდა ბოლო 18 წლის განმავლობაში და დღეს ფლობს 179 თანამედროვე თვითმფრინავისგან შემდგარ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდების პარკს და ემსახურება მსოფლიოს 153 ქალაქს ევროპის, შუა აზიის, აფრიკის, მცირე აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე.

(R)