ოქროსა და ნავთობის ფასი ეცემა

მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში დოლარის გამყარების ფონზე, მსოფლიოს ბაზარზე ოქროს ფასი ეცემა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე უნცია ოქროს ფასი 0,99%-ით , ანუ 13,12 დოლარით შემცირდა და 1235,3 დოლარი შეადგინა. 0,79%-ით შემცირდა ვერცხლის ფასი, რომელმაც უნციაზე 15,76 დოლარი შეადგინა.

ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების ფონზე მსოფლიო ბაზარზე დაეცა „შავი ოქროს“ ფასიც. დღევანდელი დილის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,89%-ით გაუფასურდა და ბარელზე 41,42 დოლარი შეადგინა. 1,13%-ით გაიაფდა WTI-ის ნავთობით, რომლის ფასმა ბარელზე 40,98 დოლარი შეადგინა.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანია დაღუპული, 250-მდე კი დაშავებულია.