ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. ამის შესახებ ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე დაადასტურა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია.

რაც შეეხება ტერაქტში მონაწილე სხვა პირებს, პროკურორმა დაადასტურა, რომ ბელგიის მეტროს მალბეკის სადგურზე თავი ხალიდ ალ-ბაკრაუიმ აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი ზავენტემის აეროპორტში აამოქმედა შაჰიდის ქამარი.