"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოს ხელმძღვანელების წინადადებას ეხმაურება და დაგეგმილი გაფიცვის ნაცვლად მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს.
როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, კომპანია მზადაა მერიასთან, საკრებულოსთან და სხვა უწყებებთან ერთად ერთობლივი კომისია ჩამოაყალიბოს.
"მოლაპარაკების პროცესში აუცილებელია დაისახოს სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების შედეგად საბოლოოდ გადაიჭრება გოგირდის აბანოების ჩამდინარე წყლების საკითხი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.