პური მინიმუმ 5 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს?

გაიაფდება თუ არა პური ფქვილის ფასის შემცირების პარალელურად - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 20%-ით გაიაფებული ფქვილის ფონზე პური მინიმუმ 5 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს. თავად პურის მწარმოებლები კი პროდუქციის გაიაფებაზე საუბარს სპეკულაციად აფასებენ. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, დღეს ბაზარზე კონკურენტული ფასია და პროდუქტის გაიაფების რესურსი არ არსებობს. ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის განმსაზღვრელი სხვადასხვა კომპონენტი გაძვირებულია, რაც ფასის კლების საშუალებას არ იძლევა. 

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე