მძღოლებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს

ტაქსის მძღოლებმა ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და ქალაქში გზებზე არსებული რთული ინფრასტრუქტურა და პარკირების მაღალი გადასახადი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან, ქუთაისის მერიამდე სიგნალებით მსვლელობაც მოაწყვეს. ამ ფორმით, მათ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.