თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ავტობუსია

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ავტობუსია. დღეში ამ ტრანსპორტით დაახლოებით 400 ათასი მგზავრი გადაადგილდება. მეტროთი კი საშუალოდ ყოველდღიურად 300 ათასი ადამიანი მგზავრობს. გადაადგილების საშუალებად საბაგირო გზას კი დაახლოებით 1500-მდე ადამიანი ირჩევს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში ავტობუსით ყოველთვიურად საშუალოდ 8-დან 11 მილიონამდე მგზავრი გადაადგილდებოდა. მეტროს მგზავრთა რაოდენობა კი 5-დან 9 მილიონამდე იყო. 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი ყველაზე მეტი მგზავრი სადგურის მოედნის, ვარკეთილის, და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებზე დაფიქსირდა. სატრანსპორტო კომპანია 2015 წლის სრულ მონაცემებს აპრილისთვის გამოაქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე