რუსეთი თურქეთში ავიარეისებს განაახლებს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ თურქეთში მგზავრთა რეგულარული გადაყვანის შესახებ პირველი თანხმობა გასცა, რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ.

რუსული მედიის ცნობით, რუსულმა ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა“ საზაფხულო სეზონის დაწყებამდე თურქეთის ქალაქ ანტალიაში რეგულარული ფრენების განახლების ნებართვა მიიღო.

რუსული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში შვიდჯერ შეასრულებს როსტოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან და ყაზანიდან.

რუსეთ-თურქეთს შორის ჩარტერული საჰაერო რეისები 2015 წლის 1 დეკემბრიდან შეჩერდა. რუსეთის ეს გადაწყვეტილება თურქეთის საზღვაო-საჰაერო ძალების მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდებას მოჰყვა.