ბიზნესგაერთიანებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის წინააღმდეგ - რა შეუსაბამობებია ახალ კანონპროექტში

მსხვილი ბიზნესგაერთიანებები პარლამენტში ინიცირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ბიზნესგაერთიანებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები როგორც ბიზნესგარემოს, ასევე მომხმარებლებს დააზიანებს. როგორც ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების ფონზე გაუმართლებელია პარალელური რეგულაციებისა და ინსტიტუტების შემოღება.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ კანონპროექტი ევროდირექტივებსაც ეწინააღმდეგება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. კანონპროექტი მყიდველს უფლებას აძლევს, შეძენილი პროდუქცია გარკვეულ შემთხვევებში 14 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე