ნინოწმინდის სოფლების - ფოკის და განჯის სრული გაზიფიცირება მოხდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფოკის და განჯის სრული გაზიფიცირება მოხდება. მთავრობის განკარგულების პროექტს "საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

"600 ოჯახი ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილი იქნება. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები, ამიტომ ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. დღეს ვიხილავთ ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის საკითხს", - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.