მთავრობა რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტის მოწყობის საშუალება ექნებათ, არამედ მათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ.

"ეს გულისხმობს 40 000-დან 75 000-მდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას დაახლოებით 30-მდე კოოპერატივისთვის. პროგრამა ასეთ კოოპერატივებს საშუალებას მისცემს, არამარტო ადგილებზე შეაგროვონ რძე და უფრო მსხვილ მწარმოებლებს მიაწოდონ, არამედ თითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.