გორთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება. სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება ახალი, 20 მეგავატიანი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, რომელიც განთავსდება გორის მახლობლად, საავტომობილო მაგისტრალთან, რომელიც საკმაოდ თვასაჩინოდ იქნება განთავსებული, - განაცხადა ხმალაძემ.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს განკარგულების პროექტი - "ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების თაობაზე'' განიხილეს.