ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებით, თბილისის ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაძლო შეფერხების შესახებ.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას", - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.