კონკურენციის შეზღუდვის ფაქტები სახელმწიფო ტენდერებში - რა საჩივრები აქვს გადასახადის გადამხდელთა კავშირს

გადასახადის გადამხდელთა კავშირში სახელმწიფო ტენდერებში შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არაკონკურენტული გარემოს შექმნის ფაქტებზე საუბრობენ. კავშირში აცხადებენ, რომ ორგანიზაციების მიერ კომპანიებისთვის პროდუქტის ნიმუშის წარდგენისთვის მიცემული 3-დღიანი ვადა კონკურენციის შეზღუდვას იწვევს. კავშირმა დავების საბჭოში უკვე გაასაჩივრა რამდენიმე ტენდერის პირობა. თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ნიმუშის წარდგენის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ფაქტები კვლავ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელთა კავშირში მიიჩნევენ, რომ პროდუქტის ნიმუშის წარდგენის პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.