თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა

შსს-ს ინფორმაციით, თელავში ყალბი ფულის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება თანხის ოდენობა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 212-ე მუხლით. საქმეს კრიმინალური პოლიციის კახეთის სამხარეო განყოფილება იძიებს.

არსებული ინფორმაციით, თელავში ყალბი 20-ლარიანების გამოყენების ფაქტი გამოვლინდა.