ტრანსპორტის პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანია "მეტროს" ზუგდიდში სადგურის მშენებლობის უფლება არ ჰქონდა

კომპანია "მეტროს" ზუგდიდში, იმ ადგილზე, სადაც სადგური გახსნა (აღმაშენებლის 108), მშენებლობის უფლება არ ჰქონია. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირში აცხადებენ, ამის შესახებ ოფიციალური დადასტურება, ტრანსპორტის პროფკავშირმა დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიიღო.

"ტრანსპორტის პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს პროტესტის მონაწილეთა გამარჯვებაა. შეგახსენებთ, მძღოლებმა საპროტესტო გამოსვლები ზუგდიდში მას შემდეგ წამოიწყეს, რაც კომპანია "მეტრომ" ავტოსადგური გახსნა, არსებული სატრანსპორტო ხაზების მონოპოლიზაცია დაიწყო და სხვა მძღოლების უმუშევრად დარჩენის რეალური საფრთხე გაჩნდა", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.