"ფორბსი" მკითხველს ქართული ღვინის შესახებ წიგნის წაკითხვას ურჩევს

გავლენიანი გამოცემა „ფორბსი“ მკითხველს გაზაფხულზე ღვინის შესახებ ხუთი ახალი წიგნის წაკითხვას ურჩევს. 

"ფორბსის" ჩამონათვალში New York Times-ის ჟურნალისტის ალისა ფეირინგის წიგნი „ღვინის სიყვარულისთვის“ მოხვდა, რომელიც ჟურნალისტმა საქართველოს მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს მიუძღვნა.

სტატიის თანახმად,  წიგნში აღწერილია ფეირინგის თავგადასავლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "ეს არის მისი პერსონალური ჟურნალი, სადაც მოგვითხრობს ქართველებსა და მათ კულტურაზე", - წერს "ფორბსი".

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ალისა ფეირინგი შეხვდა ადამიანს, რომელიც იოსებ სტალინისთვის ღვინოს ამზადებდა, ასევე აგროვებდა რეცეპტებსა და ისტორიებს, თუ როგორ ახდენს საქართველო მეღვინეობის უძველესი ტრადიციებისა და მეთოდების ადაპტირებას თანამედროვე სამყაროს რეალიებთან.