თუ გსურთ 15 აპრილს ჰილარი კლინტონთან და ჯორჯ კლუნისთან ერთად ივახშმოთ, მაშინ 353,4 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოთ.
სწორედ ეს თანხაა დაწესებული იმ კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის მის წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა.
საღამო გაიმართება სან-ფრანცისკოში, სადაც ღონისძიებას ჯორჯ კლუნის მეუღლე, ამალ კლუნიც დაესწრება.
16 აპრილს კი, ჰილარი კლინტონი და კლუნების ოჯახი კიდევ ერთ ვახშამს გამართავენ, რომელიც ლოს-ანჯელესში, ჯორჯ კლუნის სახლში გაიმართება. ცნობილ მსახიობთან ერთ მაგიდაზე ჯდომის საფასური 33,4 ათასი აშშ დოლარია.
ორივე ღონისძიება ტარდება კლინტონის გამარჯვების ფონდისთვის თანხების შეგროვების კამპანიის ფარგლებში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატია.
წყარო: Allneews.ge