როგორ გამოიყურება ურეკის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა

ურეკში გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი შენდება. არსებული ინფორმაციით, მშენებლობას ფონდი "ქართუ" აფინანსებს. საკონცერტო დარბაზი 8 000 კაცზეა გათვლილი. მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს და ხარჯები უკვე 200 მილიონ ლარს შეადგენს.

"შენობა წარმოადგენს ღია საზაფხულო საკონცერტო ამფითეატრ-დარბაზს 8000 მაყურებელზე. ნაგებობა შედგება ორი შენობისგან, რომლებიც ერთი სახურავის ქვეშაა მოქცეული და ერთი მთლიანი შენობის ეფექტს ქმნის. ერთი ნაგებობა წარმოადგენს მაყურებელთა დარბაზს, რომელიც განთავსებულია ოთხ სართულზე; ხოლო მეორე ნაგებობა გახლავთ სასცენო შენობა, იგი შედგება 6 სართულისგან და მასში გათვალისწინებულია საგრიმიოროების, პერსონალის კაფეტერიის, ოფისების, ტექნიკური სათავსოების და დარბაზის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა სივრცეების მოწყობა. ინჟინერულ-არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისით, შენობა წარმოადგენს უნიკალურ ნაგებობას, რომლის ანალოგი ძნელად მოსაძებნია მსოფლიოში", - წერია კომპანია "ელიტა ბურჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწორედ აღნიშნული კომპანია უკეთებს დარბაზს რკინის კონსტრუქციებს.

როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზი ურეკში საზეიმოდ 26 მაისს გაიხსნება.

იხილეთ ფოტოები

წყარო: AMBEBI.GE