მიტოვებული ადგილები მსოფლიოში

მსოფლიოში არის არაერთი ქალაქი და სოფელი, სადაც ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ადგილების მიტოვება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირობებმა განაპირობა. ერთ დროს ხალხმრავალი დასახლებები დღეს მოჩვენებების ადგილებად იქცა. გთავაზობთ მიტოვებული ადგილების მოკლე ისტორიებს.

1. ქაიაქოი, თურქეთი

ეს ქალაქი 1923 წელს მიატოვეს. ახლა ის შემზარავ ადგილადაა ქცეული. ქალაქში არსებული მიტოვებული შენობები ძირითადად ბერძნულია. აქ ერთ დროს სწორედ ბერძნები ცხოვრობდნენ, 1919-1921 წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ომის დროს კი ქალაქი ბერძნებისგან დაიცალა. დღეს იგი ქალაქ-მუზეუმს წარმოადგენს და მას მხოლოდ ტურისტები სტუმრობენ. თუმცა, როგორც რამდენიმე წლის წინ მთავრობამ განაცხადა, იგეგმება ამ ქალაქის ხელახლა აშენება.

2. კრაკო, იტალია

ეს ქალაქი სასოფლო-სამეურნეო პირობების გაუარესების, 1963 წელს მეწყერის ჩამოწოლის, 1972 წელს წყალდიდობის, 1980 წელს კი მიწისძვრის შედეგად დაიცალა. დღეს სამხრეთ იტალიაში შემაღლებულ ადგილას მდებარე ეს პატარა ქალაქი დაუსახლებელია. აქ ხშირად იღებენ ფილმებს.

3. კოლმანსკოპი, ნამიბია

ეს ქალაქი ლიუდერიცის პორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1908 წელს ბრილიანტი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაიწყო სახლებისა და სხვა დაწესებულებების მშენებლობა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქალაქში ბრილიანტის მარაგი ამოიწურა, რის გამოც მისი მიტოვება დაიწყეს. 1954 წელს კი ქალაქი მთლიანად დაიცალა. ახლა იგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს.

4. ორადურ სიურ-გლანი, საფრანგეთი

1944 წლის 10 ივნისს, ეს სოფელი ფაშისტების მიერ განადგურდა, იქ მცხოვრები 642 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები მოკლეს. მოგვიანებით, ქალაქთან ახლოს ახალი სოფელი აშენდა, თავად ყოფილი სოფელი კი მთავრობის გადაწყვეტილებით მუზეუმად და მემორიალად იქცა.

5. ვილია-ეპეკუენი, არგენტინა

ეს ქალაქი 1985 წელს დაიტბორა, რის შემდეგაც იგი მოსახლეობამ დატოვა. მას შემდეგ ეს სოფელი დაუსახლებელია.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა