ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე დახურული რჩება

ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე არ გაიხსნება.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. როგორც ბრიუსელის აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, საგამოძიებო სამუშაოები აეროპორტში დასრულებულია. თუმცა, იგი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს. ვიდრე აეროპორტი მგზავრების მიღებას დაიწყებს, ტექნიკური პერსონალი და ინჟინრები აეროპორტის შენობის გამართულობას შეამოწმებენ და ზარალს შეაფასებენ. აეროპორტში ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების ახალი მოწყობილობები.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.