ჯორჯო არმანიმ უარი თქვა ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე

ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა უარი თქვა საკუთარ კოლექციაში ცხოველთა ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე.

იტალიური მოდის სახლის განცხადებით, არმანის სახლის 2016 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში, რომელიც ემპორიო არმანისა და Armani Exchange-ს აერთიანებს, ცხოველთა ნატურალური ბეწვი გამოყენებული აღარ იქნება.

როგორც დიზაინერის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ტექნოლოგიები ცხოველებთან მოპყრობის „სასტიკი პრაქტიკისგან“ გათავისუფლების საშუალებას იძლევა.

მანამდე ცხოველთა ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს ისეთმა ბრენდებმა, როგორებიც ჰუგო ბოსი, კელვინ კლაინი, ტომი ჰილფიგერი და რალფ როულენი არიან.

გასულ წელს ესპანურმა ბრენდმა „ზარამ“ უარი თქვა ანგორის ბეწვის გამოყენებაზე კურდღლებთან სასტიკი მოპყრობის გამო.