ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ცეცხლი მე-6 სართულზე გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მისი საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ისინი უწყების მიმდენარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.