ეკონომიკის სამინისტროში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი

ეკონომიკის სამინისტროში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. როგორც შსს-ს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის თაობაზე გამოძახება "112"-ში 06:05 საათზე დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, დამწვარია შენობის მე-6-მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი, ასევე ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 11 ბრიგადა მუშაობდა.