ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, დაშავებულია უწყებაში მომუშავე დამლაგებელი.

რაც შეეხება ხანძარს, ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ისინი უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.