Mercedes-Benz-მა GLC-ის კუპე ვერსია წარადგინა

კომპანია Mercedes-Benz-მა ნიუ-იორკის ავტოშოუზე სერიული წარმოებისთვის მზა ქროსოვერი GLC-ის კუპე ვერსია წარადგინა.

სიახლე გარეგნულად პრაქტიკულად იდენტურია GLC-ის ჩვეულებრივი ვერსიისა, თუმცა განსხვავება, რა თქმა უნდა, დახრილ სახურავსა და მცირედით შეცვლილ პროპორციებშია. მაგალითად, სახურავი 8 სმ-ით გრძელი და 4 სმ-ით დაბალია ჩვეულებრივ ვერსიაზე.

კომპანია Daimler AG-ს მთავარი დიზაინერის გორდონ ვაგნერის განცხადებით, GLC Coupe წარმოადგენს Mercedes-Benz-ის კუპეების სიმბოლური მიმართულების შტრიხებს.

სიახლის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება BMW X4 და ის წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ვარიანტის ძრავით, მათ შორის ყველაზე მძლავრი Mercedes-AMG GLC43 3-ლიტრიან ტურბინირებულ V-6-ს მიიღებს და 362 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

სიახლის გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო სავარაუდო საწყისი ღირებულება 40 ათასი ევრო იქნება.

კოკა კვირკველია