საქართველოს იორდანიელ ბიზნესმენთან დელეგაცია ეწვია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისს 4 დღიანი ვიზიტით იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნინო ჩიქოვანთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთამანეთს თავიანთი საქმიანობის სფერო გააცნეს და ქვეყნის საინვესტიციო გარემო შეაფასეს.

როგორც ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ვიზიტის მიზანია იორდანიაში ექსპორტის განხორციელება და ქართველ მეწარმეებთან თანამშრომლობის დამყარება.

"საქართველოში ჩამოსულია იორდანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, კერძოდ, 6 კომპანიის წარმომადგენელი 12 ბიზნესმენი. აქ იმყოფებიან ძალიან მსხვილი კორპორაციების წევრები, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ ორი მათგანი, ესენია - "CCC" და "Rano Capital". ისინი დაინტერესებულები არიან საინვესტიციო გარემოს შესწავლით და ინვესტიციების შესაძლო განხორციელებით შემდეგ სფეროებში - ენერგეტიკა, მათ შორის, ალტერნატიული ენერგია, უძრავი ქონება, ტურიმზმი, სასტუმროების მშენებლობა, რადგან ერთ-ერთი კომპანია არის თავის რეგიონში "მარიოტისა" და "შერატონის" მფლობელი. ასევე აინტერესებთ პორტის მშენებლობა. გარდა ამისა, არიან სხვა კომპანიები, რომლებსაც აინტერესებთ ექსპორტ-იმპორტი და ქართულ კომპანიებთან პირდაპირი კავშირების დამყარება", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ვიზიტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება. ამასთან, ხვალ დაგეგმილია 50-მდე ორმხრივი შეხვედრა ქართულ კომპანიებთან.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო და კერძო ფონდების ხელმძღვანელებთან.

"ვფიქრობთ, რომ გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შესაძლებლობებს", - დასძინა ჩიქოვანმა.