ნავთობზე ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი გაიზარდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ აშშ-ის ნედლ ნავთობზე ფასმა 30 ცენტით მოიმატა და ბარელზე 39,96 დოლარი შეადგინა.

45 ცენტით გაძვირდა „ბრენტის“ მარკის ნავთობი, რომლის ფასმა ბარელზე 40,89 დოლარი შეადგინა. გასული კვირის განმავლობაში, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი ჯამში 2%-ით შემცირდა.